Silk Move - ვინ ვართ ჩვენ
Silk Move არის თანამედროვე სატრანსპორტო კომპანია, რომელიც 2017 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს და დაკომპლექტებულია კვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალებით.
კომპანიის ძირითად და პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს მგზავრების, ტურისტული და კორპორატიული ჯგუფების უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტირება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მიმართულებებზე.
ამასთან ერთად, Silk Move უზრუნველყოფს ტვირთების სახმელეთო გადაზიდვას, ინდივიდუალური და ბიზნეს საჭიროებების შესაბამისად.
ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს მომსახურების სრულ ციკლს — საწყისი წერტილიდან დანიშნულების ადგილამდე, მაღალი ხარისხის, სიზუსტისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით. ჩვენი მომსახურება გათვლილია როგორც კერძო ვიზიტორებზე, ისე ტურისტულ ჯგუფებსა და მსხვილ კორპორაციებზე.
Silk Move-ის მთავარი პრიორიტეტია სანდოობა, უსაფრთხოება და პროფესიონალური მომსახურება, რაც თითოეულ მგზავრსა და პარტნიორს აძლევს შესაძლებლობას, გადაადგილებისა და ტვირთის გადაზიდვის პროცესი მშვიდად და შეუფერხებლად დაგეგმოს.
საერთაშორისო გადაზიდვები
საერთაშორისო გადაზიდვა: Silk Move Logistics ახორციელებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებს ევროპის და აზიის მასშტაბით. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სტანდარტული სატვირთო გადაზიდვები, რაც მოიცავს ტვირთის უსაფრთხო, დროულ და ეფექტურ ტრანსპორტირებას სხვადასხვა საერთაშორისო მიმართულებით.
Silk Move Rental - ავტომანქანების გაქირავება
Silk Move Rental გთავაზობთ სხვადასხვა კლასის მსუბუქი ავტომობილების გაქირავების მომსახურებას მძღოლის გარეშე, მათ შორის სედანის, ჰეჩბეკისა და SUV ტიპის ავტომობილებს.
სერვისი მოიცავს ავტომობილის მომხმარებლისთვის სასურველ მისამართზე მიწოდებას, რაც უზრუნველყოფს მოქნილ, კომფორტულ და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას.
Silk Move Travel & Transport
Silk Move Travel & Transport - გთავაზობთ ტურისტული და ჯგუფური ტრანსპორტირების სრულ მომსახურებას საქართველოს მასშტაბით, ასევე სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში.
ჩვენი სატრანსპორტო პარკი მოიცავს მინივენებს, მიკროავტობუსებს, ავტობუსებსა და სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს, რაც საშუალებას გვაძლევს, მოვემსახუროთ როგორც ინდივიდუალურ ტურისტებს, ისე მცირე, საშუალო და მსხვილ ტურისტულ და კორპორატიულ ჯგუფებს.